პარიზის ტერაქტები

საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს ISIS-ის 10 წევრი ემსხვერპლა

Reuters

ამერიკის მიერ შექმნილი საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს სირიასა და ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 10 წევრი ემსხვერპლა.

ამერიკელი პოლკოვნიკი სტივ უორენი აცხადებს, რომ მოკლულთა ნაწილი პარიზის თავდასხმებთან იყო კავშირში. მან დაასახელა ერთ-ერთი მოკლული ქერაფ ალ-მუადანი, რომელსაც პარიზის თავდასხმების ლიდერთან აბდელჰამიდ აბააუდთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა. მისივე თქმით, კიდევ ერთი მოკლული ბრიტანეთში განათლება მიღებული ბანგლადეშელი კომპიუტერული სისტემების ინჟინერი იყო. მოკლულია აბდულ ქადერ ჰაკიმი, რომელიც ასევე აბააუდის მოკავშირე იყო. ის 26 დეკემბერს ერაყის ქალაქ მოსულში განხორციელებულ ავიათავდასხმებს ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ თავად აბდელჰამიდ აბააუდი 18 ნოემბერს პარიზის რეიდების დროს მოკლეს.

კომენტარები