ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი: კვირიკაშვილს მოუწევს ალბათ, რომ გუნდი განაახლოს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალმა პრემიერმინისტრმა უნდა გააღრმავოს წინსვლა ევროპისკენ, მისი თქმით, ძირითად გამოწვევად დარჩება ეკონომიკური განვითარება. ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული ლიდერი იქნება.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში, ივანიშვილის განცხადებით, გუნდი ყოველთვის საჭიროებს განახლებას, რადგან „დიალექტიკა ამას მოითხოვს“.

„მან კარგი განმარტება გააკეთა თვითონ, რომ ის იყო ამ გუნდის წევრი, მას გაუჩნდა სურვილი, რომ როგორც პრემიერმა, ახალი თანამდებობიდან შეაფასოს გუნდი და ამის შემდეგ გააკეთოს გადახალისება. თვითონ ის, რომ ცვლილებები არ მომხდარა პროცესში, სასწრაფო და მყისიერი, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული პრემიერი, გუნდი ძირითადად იყო სწორად დაკომპლექტებული. თუმცა, გუნდი ყოველთვის საჭიროებს კორექტირებას, უნდა გავყვეთ განვითარებას. დიალექტიკა ამას მოითხოვს. ცვლილებები ეს პროცესია, ამ პროცესს ვერ აცდება ვერც კვირიკაშვილი და მასაც მოუწევს ალბათ რომ გუნდი განაახლოს. რა რაოდენობით და როდის, ეს მისი გადასაწყვეტია“ - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები