სასჯელაღსრულების სამინისტრო

149 მსჯავრდებული პირობით ვადამდე გაათავისუფლეს

149 მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდა. გადაწყვეტილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ მიიღო.

საბჭოს წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, "პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების სხდომაზე, 149 პატიმარი ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ახალ წელს საკუთარ ოჯახში კიდევ 149 ადამიანი შეხვდება. ძალიან დიდი მადლია და სიკეთე. ვულოცავ მათ და მათ ოჯახებს".

კომენტარები