დაკარგული მოლაშქრეები

ლაგოდეხში 4 დღის წინ, სალაშქროდ წასულ სამ მამაკაცს ეძებენ

თოვლი საირმეში
facebook.com/SairmeResort

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში სალაშქროდ წასულ 3 ადამიანს ეძებენ. ოთხი დღის წინ 4 მამაკაცი მდინარე კაბლის-ხევის ტერიტორიაზე სალაშქროდ წავიდა. ერთმა დიდთოვლობისა და ქარბუქისგან თავის დაღწევა შეძლო. სამთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება.

უამინდობის გამო სამაშველო სამსახურს სამძებრო ღონისძიებებში ტექნიკა ჯერ არ ჩაურთია. ადგილობრივების თქმით, დაკარგულებს ისინი თავისი ძალებით ეძებენ.

კომენტარები