დაკარგული მოლაშქრეები

ლაგოდეხის მთებში დაკარგულების ძებნაში ვერტმფრენი ჩაერთო

ლაგოდეხის მთებში დაკარგული სამი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ვერტმფრენი უკვე ადგილზეა და სამძებრო სამუშაოები დაიწყო. მათივე ინფორმაციით, დღეს სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია ერთი ვერტმფრენი, ასევე სამაშველო ჯგუფი და ადგილობრივები.

4 მამაკაცი მდინარე კაბლის-ხევის ტერიტორიაზე სალაშქროდ წავიდა. ერთმა დიდთოვლობისა და ქარბუქისგან თავის დაღწევა შეძლო. სამთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება. ცნობილია, რომ მთაში დარჩენილებს არ აქვთ საკმარისი საკვები და შესაბამისი აღჭურვილობა.

კომენტარები