ირანი და საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი ირანთან დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს

0 კომენტარი
ფოტო: EPA

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ადელ ალ-ჯუბეირის განცხადებით, საუდის არაბეთი ირანთან დიპლომატიურ კავშირებს გაწყვეტს. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანელი დემონსტრანტები თეირანში საუდის არაბეთის საელჩოს თავს დაესხნენ. მისივე თქმით, ირანელ დიპლომატებს საუდის არაბეთის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი აქვთ. საუდის არაბეთმა უკვე გამოიწვია თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა ირანიდან.

ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2 იანვარს, საუდის არაბეთში 46 სხვა ადამიანთან ერთად, ირანელი სასულიერო პირი შეიხ ნიმრ ალ-ნიმრი, ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯეს.

შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა. მან შეიხ ალ-ნიმრს წამებული უწოდა და განაცხადა, რომ ის საუდის არაბეთში მშვიდობიანად მოქმედებდა და რელიგიური უმცირესობის (შიიტების) უფლებებს იცავდა.

შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას ოფიციალური ვაშინგტონიც გამოეხმაურა. თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებებს პატივი უნდა სცეს და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება სცადოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები