პატრიარქის იუბილე

რელიგიის სააგენტო: პატრიარქი ყველა მოქალაქისთვის სამაგალითო და პატივსაცემია

ზაზა ვაშაყმაძე
facebook.com/zaza.vashakmadze.71

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

"ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისათვის, მიუხედავად იმისა, რომელი რელიგიური თემის წარმომადგენელია, პატრიარქი ის ადამიანია, რომელიც თავისი ღვაწლით, კეთილი ბუნებით, კეთიშობილებით და შინაგანი შემწყნარებლობით მაგალითის ძალის მქონეა და ამიტომაც იგი დიდ პატივისცემას იმსახურებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს - ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ". - ნათქვამია სააგენტოს მილოცვაში.

კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, 4 იანვარს, 83 წლის შესრულდა.

კომენტარები