მიგრანტების კრიზისი

თურქეთის სანაპიროებზე 34 მიგრანტის ცხედარი გამოირიყა

0 კომენტარი
ფოტო: AP

თურქეთის სანაპიროებზე 34 მიგრანტის ცხედარი გამოირიყა. დაღუპულებს შორის 7 მცირეწლოვანია. თურქეთის სანაპირო დაცვამ ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად, 12 ადამიანი გადაარჩინა. ნავი სავარაუდოდ, შუა ზღვაში ჩაიძირა. მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსამდე ცდილობდნენ მიღწევას.

ცნობისთვის, თურქეთი დღესდღეობით დაახლოებით 2.2 მილიონ მიგრანტს მასპინძლობს. თურქეთის მთავრობამ მათ დასაბინავებლად და გამოსაკვებად თითქმის 8.5 მილიარდი დოლარი დახარჯა. საბერძნეთში კი, თურქეთის გავლით 850 000 მიგრანტია შესული.

2015 წელს თურქეთის და ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში შესვლა მილიონზე მეტმა მიგრანტმა სცადა, გაერო-ს მონაცემებით, მათგან 3 771 დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები