წყალმომარაგება

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 18:00-დან 23:00 საათამდე აღუდგება

ერიკ თაიერი / REUTERS

ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს, 18:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, კომპანია ინტენსიურად მუშაობს საგურამოში 1400 მმ-იან მაგისტრალზე, რომელიც დღეს დილით, ელექტროენერგიის შეწყვეტით გამოწვეული ჰიდრავლიკური დარტყმის შედეგად დაზიანდა.

"თბილისის ერთ-ერთი ძირითადი მკვებავი 1400 მმ-იანი მაგისტრალის დაზიანების გამომწვევი მიზეზი, დღეს დილით, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი სისტემური ავარია გახდა, რამაც ასევე დროებით შეაფერხა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საგურამოსა და ნატახტარში განთავსებული სათავო ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ფუნქციონირება. ამ ეტაპზე არაგვის ხეობაში, უკვე აღდგენილია საგურამოსა და ნატახტრის წყალსადენების და სატუმბო სადგურების ფუნქციონირება. კომპანიის ტექნიკური სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ და ახორცილებენ დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის სრულ მონიტორინგს. ასევე, მიმდინარეობს წყალსადენის მაგისტრალების წყლით შევსების პროცესი, რაც, დამატებით, კიდევ რამდენიმე საათს მოითხოვს", - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები