ქრისტეშობა 2016

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ვინც დღეს ზეიმობთ, მთელი გულით გილოცავთ ქრისტეშობას

0 კომენტარი
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ფოტო: ტაბულა

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებიც დღეს შობას ზეიმობენ, დღესასწაულს ულოცავს.

"მთელი გულით მსურს მივულოცო ჩვენი ქვეყნის იმ ქრისტიანებს, რომლებიც ძველი სტილით აღნიშნავენ ქრისტეშობის დღესასწაულს. მსოფლიო მეორედ მოისმენს მაცხოვრის დაბადების სასიხარულო უწყებას და, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ამგვარი გამეორება ზედმეტი სულაც არ არის. ადამიანის ხშირად გაქვავებულ გულს ღმერთი მოთმინებითა და გულმოწყალებით, თავისი უფაქიზესი სიყვარულით "ებრძვის"; იგი ხომ სწორედ დამდაბლებასა და უძლურებაში ავლენს თავისი ყოვლისშემძლეობის საიდუმლოს.

ღმერთის განღებული გულიდან გადმოღვრილ წყალობის მდინარეს, ქრისტეს შობაში გაცხადებულ ღმერთის გულისნადებს მიეღწიოს ყოველ ადამიანამდე, მისი ეკლესიის საშუალებით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალში", - ნათქვამია მილოცვაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები