მონადირეები

ლაგოდეხის მთებში დაკარგული მონადირეები, სავარაუდოდ, დაღესტანში დააკავეს

ick.ge

ლაგოდეხის გამგებლის, კახა ჯამბურიას განცხადებით, ლაგოდეხის მთებში დაკარგული სამი მონადირე დაღესტანში მესაზღვრეებმა დააკავეს. თუმცა კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ვერ ადასტურებს, არიან თუ არა ეს ადამიანები 9 დღის წინ ლაგოდეხიდან დაკარგული მონადირეები. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ მსხალგორიდან ოთხი მამაკაცი 28 დეკემბერს სანადიროდ მთებში წავიდა. სამი დღის შემდეგ ერთ-ერთმა სოფელში დაბრუნება შეძლო, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებდნენ.

კომენტარები