პატიმრების შეწყალება

ეკა ბესელია ელისო კილაძესა და ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის

ეკა ბესელია
ტაბულა

დეპუტატი ეკა ბესელია ჟურნალისტ ელისო კილაძესა და შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის. სარჩელი სასამართლოში მისმა ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ შეიტანა.

როგორც კვერენჩხილაძე ამბობს, კილაძე და ელისაშვილი ბესელიას მიმართ არაერთ ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებენ. მისი თქმით, სარჩელით ამ განცხადებების უარყოფას მოითხოვენ.

ელისაშვილი და კილაძე ეკა ბესელიას ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების მფარველობასა და სანაცვლოდ ფულის აღებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები