იარაღი

ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება სუს-ის ხელმძღვანელსაც ექნება

უწყებებს, რომელთა ხელმძღვანელებსაც ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება აქვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც დაემატა. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ცვლილება "სამოქალაქო ან სამსახურებრივ საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილებაში შევიდა.

"მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იყო ის უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც უფლება აქვთ ჯილდოდ იარაღის გადაცემის. ამ ნუსხას დაემატა კიდევ ერთი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური", - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები