სავალუტო რეზერვები

2015 წელს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები $170 მილიონით შემცირდა

კასპერ პემპელი / REUTERS

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა გასული წლის მანძილზე $170 მილიონით (7%-ით) შემცირდა და მან 2015 წლის ბოლოსთვის $2.32 მილიარდი შეადგინა. სავალუტო რეზერვების შემცირება ლარის დასტაბილურების მიზნით სებ-ის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა გამოიწვია. 

სავალუტო რეზერვების დანაკარგი გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად რეზერვების ინტენსიური ხარჯვა რომ დაეწყო, თანაც ამ გზით ვერ ლარის სტაბილურობა იქნებოდა შენარჩუნებული. 2015 წელს ლარი დოლართან 26%-ით გაუფასურდა, დაახლოებით ამდენითვე გაუფასურდა რუბლიც, მაგრამ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა წლის მანძილზე სავალუტო რეზერვების გაცილებით უფრო დიდი წილი 31% ანუ $155 მილიარდი დახარჯა.

2015 წლის სავალუტო კრიზისის დროს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი დახარჯეს შემდეგმა ქვეყნებმა:


ფოტო: facebook.com/giorgi.kadagidze

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2013 წლიდან მცირდება, მიზეზი 2013 წელს დაწყებული სავალუტო რყევებია. სულ 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან დღემდე რეზერვები $556 მილიონითაა შემცირებული. 

  • 2010 წელი - $2 მილიარდი
  • 2011 წელი - $2.5 მილიარდი
  • 2012 წელი - $2.65 მილიარდი
  • 2013 წელი - $2.6 მილიარდი
  • 2014 წელი - $2.43 მილიარდი
  • 2015 წელი - $2.32 მილიარდი

სავალუტო რეზერვების არსებობა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურ ბანკში ინახებოდეს ქვეყნის მინიმუმ სამი თვის იმპორტის ექვივალენტი მოცულობის თანხა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მათ შორის სავალუტო ფონდის მოთხოვნასაც წარმოადგენს. ლარის გაუფასურების გამო იმპორტი შემცირდა, ამიტომაც დღეისთვის ის კრიტიკული მაჩვენებელი, რომლის ქვემოთაც სავალუტო რეზერვები არ უნდა ჩამოვიდეს $1.7 მილიარდია. 

კომენტარები