საგარეო საქმეთა სამინისტრო

ზალკალიანი და გონაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეეები გახდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 8 იანვრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნნენ.

"დავით ზალკალიანს გააჩნია დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2012-2014 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა; 2004-2007 წლებში გახლდათ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში; 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2015 წლიდან 2016 წლის 7 იანვრამდე იყო "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის" აღმასრულებელ დირექტორი.

რაც შეეხება ზვიად გონაძეს, მას გააჩნია საერთაშორისო დონორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. 2012 – 2016 წწ-ში იყო სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს ბიუროს დირექტორი. სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში და პრეზიდენტის კანცელარიაში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი. ზვიად გონაძეს მიღებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური განათლება - 1994 წელს დაამთავრა აშშ-ს ტენესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მინიტრის მოადგილის პოზიციებზე ასევე რჩებიან დავით დონდუა, დავით ჯალაღანია, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე.

კომენტარები