დიდთოვლობა

ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტომობილები, რომლებიც ლარსის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე დღეა, გზის გახსნას ელიან. ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია გუდაურამდე მისასვლელ გზაზე. შეზღუდვები მოქმედებს არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროებაა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე, შესაბამსად აქ აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მოძრაობა შეზღუდულია ამავე გზის სხვა მონაკვეთებზეც.

მდინარე ჩხრას ადიდების შედეგად დაზიანდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის დროებითი შემოვლითი გზა, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ავტომობილებს ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ამისამართებენ.

შეზღუდები შემსუბუქდა, თუმცა არ გაუქმებულა ქუთაისი -ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე.

ძლიერი ქარბუქის გამო მოძრაობა აკრძალულია კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე.

კომენტარები