ერაყელი სტუდენტები საქართველოში

ერაყელმა სტუდენტებმა ქუთაისში ბინადრობის უფლების ჩამორთმევა გააპროტესტეს

რუსთავი 2

ერაყელმა სტუდენტებმა ქუთაისში აქცია გამართეს. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბინადრობის უფლების ჩამორთმევას აპროტესტებენ.

10 სტუდენტს ბინადრობის უფლება იუსტიციის სამინისტრომ შეუჩერა, რის გამოც მათ ქვეყანა 30 დღეში უნდა დატოვონ. ერაყელ სტუდენტებს სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტეტმაც მისცა.

სტუდენტების თქმით, ბინადრობის უფლების შეჩერების მიზეზი არ უთქვამთ, მხოლოს ის უთხრეს, რომ მათი საქართველოში ყოფნა საშიშია.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ სტუდენტების შესახებ უარყოფითი დასკვნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დადო და მათ ბინადრობის უფლება სწორედ ამ მიზეზით შეუჩერდათ. 

კომენტარები