ნედლეული

ბარელი ნავთობის ფასი $31-ს ჩამოსცდა

turner.com

13 იანვრის მდგომარეობით, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება $31-ს ჩამოსცდა, რაც გასული 14 წლის მინიმალურ ფასს წარმოადგენს. ერთდროულად შემცირებულია რამდენიმე ტიპის ნავთობის ფასები: ამერიკული WTI-ის მარკის ერთი ბარელი ნედლი ნავთობი $30.69 ღირს, Brent-ის მარკის - $30.9. ნედლი ნავთობის ფასების შემცირებასთან ერთად მსოფლიო ბაზარზე გადამუშავებული ნავთობის ღირებულებაც შემცირდა.

ნავთობის ფასების ვარდნის მიზეზი OPEC-ის მიერ ნავთობის ჭარბი მოპოვება, ირანისთვის სანქციების სავარაუდო შემსუბუქება, აშშ-ის მიერ ნავთობის ექსპორტზე დაწესებული ემბარგოს მოხსნა და ჩინური ბირჟების ვარდნაა. ჩინეთი ამერიკის შემდეგ ნავთობის მეორე უმსხვილესი მომხმარებელია, მის ბაზარზე არსებული პანიკა კი ნედლეულის ფასის შემცირებას იწვევს. 

არსებობს მოლოდინი, რომ ფასები კიდევ უფრო მეტად შემცირდება, ამის მიზეზს ნავთობის თვითღირებულება ქმნის. უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში ერთი ბარელის თვითღირებულება $15-ზე ნაკლებს შეადგენს, მაგალითად, ირანული ნავთობის ღირებულება ბარელზე $12.6-ია, ემირატები ბარელ ნავთობს $12.3-ად მოიპოვებს, საუდის არაბეთში ბარელის მოპოვება $9.9 ჯდება, ქუვეითში კი მისი ღირებულება კიდევ უფრო ნაკლები $8.5-ია.

WTI-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი გასული ხუთი წლის მანძილზე:


ფოტო: Bloomberg

კომენტარები