ოსკარები 2016

ოსკარები 2016-ის ნომინანტები ცნობილია

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს "რევენანტი" 12 ნომინაციით ოსკარის 88-ე დაჯილდოების მთავარი ფავორიტია, მას "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა" 10 ნომინაციით მოსდევს. ამ ორ ნომინანტთან ერთად საუკეთესო ფილმისთვის განკუთვნილი ჯილდოსთვის "ბიგ შორთი", "ჯაშუშთა ხიდი", "ბრუკლინი", "მარსელი", "ოთახი" და "ყურადღების ცენტრში" იბრძოლებენ.

საუკეთესო რეჟისორის წოდების მოპოვება ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს(რევენანტი), ტომ მაკარტის(ყურადღების ცენტრში), ჯორჯ მილერს(შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა), ლენი აბრაჰამსონს(ოთახი) და ადამ მაქეის(ბიგ შორთი) შეუძლიათ.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის განკუთვნილი ჯილდოს მოპოვების ნომინანტები არიან - ბრაიან კრენსტონი(ტრამბო), ლეონარდო დი კაპრიო(რევენანტი), მაიკლ ფასბინდერი(სტივ ჯობსი), ედი რედმეინი(დანიელი გოგო) და მეთ დეიმონი(მარსელი).

საუკეთესო მსახიობი ქალისთვის განკუთვნილი ჯილდოს მოპოვების ნომინანტები არიან - ქეით ბლანშეტი(ქეროლი), ბრი ლარსონი(ოთახი), სირშა რონანი(ბრუკლინი), ჯენიფერ ლოურენსი(ჯოი) და შარლოტ რემპლინგი(45 წელი).

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მამაკაცებში ნომინირებულები არიან - მარკ რაილენსი(ჯაშუშთა ხიდი), სილვესტერ სტალონე(ქრიდი), ტომ ჰარდი(რევენანტი), მარკ რუფალო(ყურადღების ცენტრში) და ქრისტიან ბეილი(ბიგ შორთი).

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის წარდგენილები არიან - ჯენიფერ ჯეისონ ლი(საძულველი რვა), ალისია ვიკანდერი(დანიელი გოგო), ქეით უინსლეტი(სტივ ჯობსი), რეიჩელ მაკადამსი(ყურადღების ცენტრში) და რუნი მარა(ქეროლი).

ოსკარის 88-ე დაჯილდოების ყველა ნომინაციისა და ნომინანტების ხილვა ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

დაჯილდოების ცერემონიალი 28 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება და მისი წამყვანი კრის როკი იქნება. 

კომენტარები