ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია ფორვარდებს შორის კვლავ მერვე ადგილზეა

ზაზა ფაჩულია ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ
sportall.ambebi.ge

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დღეს NBA All-Star-ის მორიგი შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. ახალი შედეგებით, ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მერვე ადგილზეა ფორვარდებს შორის და 299 584 ხმა აქვს.

დასავლეთში ფორვარდთა სამეულში ამ დროისთვის კობი ბრაიანტი(1 533 432), კევინ დურანტი (774 782) და დრეიმონდ გრინი(499 947) არიან.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩში სასტარტო ხუთეულში სათამაშოდ საჭიროა ფორვარდთა სამეულში მოხვედრა. ხმის მიცემა 18 იანვარს დასრულდება.

კომენტარები