ლატარია

საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი სმარტფონის ფასად იყიდება

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/GeorgianLottery

საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის საწყისი ღირებულება 1000 ლარია. ფინანსთა სამინისტროს აუქციონის საიტზე ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი გასაყიდად 14 იანვარს გავიდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კომპანიის აქტივები 17 მილიონი ლარი ღირს. კომპანიის აქციების შეუსაბამოდ დაბალი ღირებულება სახელმწიფოს წინაშე მისი ვალდებულებით არის გამოწვეული, რადგანაც მისმა შემძენმა უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის წინაშე არსებული 217 მილიონი ლარის მოცულობის დავალიანება. აუქციონი 28 იანვარს დასრულდება.

აუქციონის აღწერილობა

შპს "საქართველოს ლატარიის  კომპანიის“ აქტივები  (2015 წლის  30 სექტემბრის   მდგომარეობით) - 17 596 825  ლარი

შპს „საქართველოს ლატარიის  კომპანიის“ ვალდებულებები  (2015 წლის  30 სექტემბრის   მდგომარეობით) - 217 213 829    ლარი

2015  წლის 10 დეკემბრის  მდგომარეობით, შპს „საქართველოს ლატარიის  კომპანიას“ საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტის  მიმართ  გააჩნია 216 318 937 ლარის  ოდენობით  დავალიანება (მ.შ: საურავი  შეადგენს 62 634 927 ლარს).

საქართველოს ლატარიის კომპანია არის ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორი, რომელიც გთავაზობთ ლატარიის მთელ რიგ თამაშობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების ჩატარების უფლება გადაეცა 15 წლის ვადით 2009 წელს. ლიცენზია საქართველოს ლატარიის კომპანიას მიენიჭა საერთაშორისო ღია ტენდერის შედეგად 2009 წლის 1 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები