ხანძარი თბილისში

თბილისის მერია: ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული

amerikiskhma.com

დღეს თბილისში ლ.გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ალტერნატიული თავშესაფრით თბილისის მერია უზრუნველყოფს. ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული.

"ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული. კერძოდ, გ. აბესაძის ქუჩა N 23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე, სადაც 2012-13 წლებში შენობის დემონტაჟი მოხდა, განთავსებული იყო, შპს „ლეგსის“ კუთვნილი წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის პლასტმასის მილები, რომლებიც არ წარმოადგენს ფეთქებადსაშიშ და აალებად პროდუქციას. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანი შემოღობილი იყო სამშენებლო ღობით და სამშენებლო ნაკვეთზე არ გადიოდა ხანძრის გამომწვევი საკომუნიკაციო ქსელები. შესაბამისად, სავარაუდოა რომ ხანძარი გაჩნდა მიზანმიმართულად. სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიება უკვე დაწყებულია და თბილისის მერია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს."-წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლ. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავის დაშავებულა.

კომენტარები