აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ფრიდი: ვიმედოვნებთ, რომ რუსეთზე სანქციების გაუქმება წელსვე გახდება შესაძლებელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორი დენიელ ფრიდი რუსეთისთვის სანქციების გაუქმების შესაძლებლობაზე საუბრობს. ვაშინგტონში, ამერიკულ უნივერსიტეტში გამართლი დისკუსიის დროს ფრიდმა აღნიშნა, რომ თუ მინსკის შეთანხმება შესრულდება, შესაძლებელია 2016 წელსვე გაუქმდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. 

"როგორც კი შესრულდება მინსკში მიღწეული შეთანხმება ანუ ჩატარდება არჩევნები დონბასში, შეწყდება საომარი მოქმედებები და აღდგება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარი, სანქციები გაუქმდება. რუსეთი გამოხატავს მზადყოფნას დონბასში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ვიმედოვნებთ, რომ ამის მიღწევა უკვე 2016 წელს შესაძლებელი იქნება", - ამბობს ფრიდი. 

რუსეთის ფედერაციას სანქციები ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორც ყირიმის ანექსიისთვის ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ დონბასში დაწყებული პროცესებისთვის დაუწესა. 

კომენტარები