მიგრანტთა კრიზისი

ავსტრიამ შენგენის შეთანხმება დროებით შეაჩერა

Getty Images

ავსტრია შენგენის შეთანხმებას საზღვრების გახსნილობის შესახებ, დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა ვერნერ ფაიმანმა Österreich newspaper-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, თუ ევროკავშირს არ შეუძლია თავისი შიდა საზღვრების დაცვა, მაშინ შენგენის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ყველა სახელმწიფომ დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს საკუთარი საზღვრების კონტროლი. მან ასევე აღნიშნა, რომ ავსტრიაში შესული ყველა მოქალაქე სათანადო შემოწმებას გაივლის. მათ კი, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნის უფლება არ აქვთ, საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მიეცემათ.

კანცლერის აზრით, აუცილებელია, მიგრანტთა კრიზისი ევროპაში მალე მოგვარდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ ევროკავშირის არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

კომენტარები