კრიმინალი

შსს: თბილისის აეროპორტში კანონიერი ქურდი დავაკავეთ

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ვალიკო მ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვალიკო მ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. დაკავებული კანონიერ ქურდობას აღიარებს.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები