გლენ ფრეი

The Eagles-ის გიტარისტი გლენ ფრეი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა

CNN

ამერიკული როკ ბენდის the Eagles-ის დამფუძნებელი, გიტარისტი და სიმღერებისა და ტექსტების ავტორი გლენ ფრეი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. the Eagles-ს ეკუთვნის ამერიკაში ყველა დროის რიგით მეორე მოთხოვნადი ალბომი "ჰიტები 1971-1875". ბენდის ყველაზე ცნობილი სიმღერა არის Hotel California, რომლის თანაავტორიც ფრეი იყო. 

ბენდის წევრთა თქმით, ფრეის გარდაცვალება გამწვავებული ართრიტის ფონზე განვითარებულმა პნევმონიამ გამოიწვია.

კომენტარები