ტერორიზმი

პაკისტანში ტერაქტს მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

პაკისტანში ტერაქტს მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში თავი პოლიციის საგუშაგოსთან აიფეთქა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელმა მოტოციკლეტი პოლიციის საგუშაგოს შეაჯახა. აფეთქება იმ რეგიონში მოხდა, სადაც პაკისტანის არმია თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ ინტენსიურ სამხედრო ოპერაციას ატარებს.

ტერაქტი ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.

კომენტარები