გაეროს ანგარიში ISIS-ის შესახებ

გაერო: ISIS-ის ქმედება ერაყში შესაძლოა, კაცობრიობის წინაშე დანაშაულად შეფასდეს

AP

გაერომ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 ოქტომბრამდე ერაყში 18 802 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 36 245 დაიჭრა, 3.2 მილიონზე მეტი ადამიანი კი დევნილი გახდა.

გაერო ამაში მეტწილად ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ადანაშაულებს. გაეროს ანგარიშის თანახმად, ე.წ. ისლამური სახელმწიფო სისტემატურ და ფართოდ გავრცელებულ ძალადობაშია დამნაშავე. ორგანიზაციის ინფორმაციით, ტერორისტულ დაჯგუფებას 3500 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, მონებად ჰყავს წაყვანილი, რაც არანაკლებ მძიმე დანაშაულია.

"ზოგიერთ შემთხვევაში ეს ქმედებები შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულს წარმოადგენდეს, შესაძლოა, ჩვენ ამას გენოციდიც კი ვუწოდოთ", - აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები