ტერორიზმი

პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდასხმას მინიმუმ 19 ადამიანი ემსხვერპლა

A MAJEED

პაკისტანის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ბაჩა ხანის უნივერსიტეტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. BBC-ის ცნობით, პოლიციამ უნივერსიტეტის კამპუსს ალყა შემოარტყა. ორმხრივი სროლა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმებს მინიმუმ 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან სტუდენტები და პროფესორი, დაშავებულია 50 ადამიანი. დაღუპულთა შორის ასევე 4 თავდამსხმელია. პოლიციის განცხადებით, ქალაქ ჩარსადაში, უნივერსიტეტთან ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უნივერსიტეტში ტერორისტები, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 09:30 საათზე შეიჭრნენ.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტი თითქოს თალიბანის განხორციელებული იყო, თუმცა, მოძრაობის პრესსპიკერი მუჰამედ ხურასანი მომხდარზე პასუხისმგებლობას უარყოფს და აცხადებს, რომ მომხდარი არაისლამური ქმედებაა და თალიბანი აუცილებლად დასჯის იმ ადამიანებს, რომლებმაც თავდასხმა მათი სახელით განახორციელეს.

კომენტარები