რეკლამა

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო - 2015 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით - მიიღო. 

კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და მას 180 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

კომენტარები