ბიძინა ივანიშვილი

შვეიცარიული პრესა: Gazprom-ის მეწილე ივანიშვილმა 100 მილიონი იზარალა

შვეიცარული პრესა საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს Gazprom-ის მსხვილ მეწილედ და პრო-რუს ოლიგარქად მოიხსნიებს და მის სავარაუდო ფინანსურ ზარალზე წერს.
 
საუბარია 100 მილიონამდე შვეიცარული ფრანკის (99 786 500 აშშ დოლარი) ზარალზე, რომელიც ივანიშვილს, ბრალდების მტკიცებით, შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის კონსულტანტმა მიაყენა. გამოცემის ინფორმაციით ეს ბანკი ივანიშვილს ერთ მილიარდს განკარგავს. კონსულტანტი წინასწარ პატიმრობაშია.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ თაღლითობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა ზარალს არ უარყოფს. ადვოკატის თქმით, ივანიშვილის ფული Credit Suisse-ის კონსულტანტმა ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიაში, RAPTOR-ში ჩადო, რომლის აქციებიც გაუფასურდა და რომ მის კლიენტს პირადი გამდიდრების სურვილი არ ამოძრავებდა. 

ბრალდების მხარე ამტკიცებს რომ ეს ტრანზაქცია ბანკირმა ივანიშვილთან შეუთანხმებლად შეასრულა. 

ინციდენტს თავად Credit Suisse-იც გამოეხმაურა. განმარტებაში წერია, რომ ბანკირმა უფლებამოსილებას გადაჭარბა და ზედმეტ რისკზე წავიდა, რამაც კლიენტი დიდ დანაკარგებამდე მიიყვანა. Credit Suisse გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

კომენტარები