ლიტვინენკოს საქმე

ლიტვინენკო პუტინს პედოფილიაში ადანაშაულებდა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ФСБ-ს ყოფილი ჯაშუში ალექსანდრ ლიტვინენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პედოფილიაში ადანაშაულებდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს თავმჯდომარის, სერ რობერტ ოუენის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ 300-გვერდიან ანგარიშშია ნათქვამი.

ამ ნაწილში ოუენი განიხილავს ლიტვინენკოს მიერ პუტინზე განხორციელებულ ძალიან პირადულ "თავდასხმებს". დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც 2006 წლის 5 ივლისს Chechenpress-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "კრემლის ჩიკატილო". სტატია ვლადიმირ პუტინის ტურისტებთან შეხვედრის აღწერით იწყება, აღწერილია ის ეპიზოდიც, როდესაც მან პატარა ბიჭს მოულოდნელად მუცელზე აკოცა. ეს შემთხვევა ლიტვინენკომ პუტინის პედოფილიით ახსნა, რომლის შესახებაც, ლიტვინენკოს თქმით, ჯერ კიდევ ანდროპოვის ინსტიტუტში პუტინის სწავლის დროს გახდა მისი ხელმძღვანელებისთვის ცნობილი. ლიტვინენკო წერდა, რომ წლების შემდეგ, როდესაც პუტინი უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი გახდა და პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა, მან იმ კომპრომატების მოძიება და განადგურება დაიწყო, რომელსაც უშიშროების სამსახური მის შესახებ ადრეულ წლებში აგროვებდა. სწორედ მაშინ იპოვა ვლადიმირ პუტინმა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც მცირეწლოვან ბიჭებთან მისი სექსი იყო გადაღებული.

ოუენი ანგარიშში აღნიშნავს, რომ ეს ძალიან მძიმე ბრალდებებია და სვამს კითხვას - შეიძლებოდა თუ არა, რომ ამ სტატიას ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან ჰქონოდა კავშირი?

ლიტვინენკოს მკვლელობის შესრულებაში ბრალი ედებათ დუმის დეპუტატ ანდრეი ლუგოვოის და ყოფილ "კაგებეს" აგენტ, ბიზნესმენ დმიტრი კოვტუნს. ისინი მკვლელობას ამ დრომდე უარყოფენ.

სერ რობერტ ოუენის თქმით, ეს ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ФСБ-ს სადაზვერვო სამსახურის დავალებებით მოქმედებდა. ოუენი თავის 300-გვერდიან დასკვნაში წერს, რომ ФСБ-ს მიერ განხორციელებული ოპერაცია პრეზიდენტ პუტინისა და მაშინდელი ФСБ-ს უფროსის ნიკოლაი პატრუშევის მიერ იყო ხელმოწერილი.

შეგახსენებთ, რომ ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში, 43 წლის ასაკში, მოწამვლიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, საწამლავი - რადიოაქტიური პოლონიუმ-210 მის სხეულში ჩაის მიღების გზით მოხვდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები