ინტერნეტი

პრემიერი: კავკასუსის ბილაინისთვის მიყიდვაში შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ

გიორგი კვირიკაშვილი
ტაბულა

კავკასუს ონლაინის სამომხარებლო ბიზნესის შეძენას რუსული სატელეკომუნიკაციო გიგანტის ვიმპელკომის შვილობილი კომპანია მობიტელი (ბილაინი) გეგმავს. საქართველოს პრემიერმინისტრმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ვიმპელკომის წარმომადგენლებთან კავკასუს ონლაინის გაყიდვის დეტალები განიხილა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გარიგება შეშფოთების საფუძველს არ იძლევა, რადგანაც ვიმპელკომი კავკასუს ონლაინის მხოლოდ ერთ ნაწილს ყიდულობს, მაგისტრალური ინტერნეტ კაბელი კი კვლავ კავკასუსის საკუთრებაში რჩება.

"ამ თემაზე იყო საუბარი. ამ თემას განვიხილავთ მარეგულირებელთან ერთად. წინასწარი შეშფოთების საგანს ვერ ვხედავ. აქ არ არის საუბარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გაყიდვაზე. საუბარია შიდა მიწოდების დისტრიბუციის ქსელის გაყიდვაზე. ეს საკითხი უახლოეს პერიოდში იქნება განხილული და მსჯელობა იქნება. მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტია ეს მთლიანად, თუმცა მე მაქსიმალურად მეტ ინფორმაციას მივიღებ და შესაძლოა მოგვიანებით უფრო დეტალური კომენტარი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით." - ამბობს კვირიკაშვილი.

კომენტარები