უამინდობა აშშ-ში

დიდთოვლობის გამო, აშშ-ის ექვს შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

AFP

ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე დიდთოვლობა და ძლიერი ქარბუქია მოსალოდნელი. ექვს შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლებამ გააფრთხილა 50 მილიონზე მეტი მოსახლე, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში სახლებიდან გასვლისგან თავი შეიკავონ. გადაიდო ათასობით რეისი. სუპერმარკეტებში პროდუქტის დეფიციტია. სინოპტიკოსების ვარაუდით, სტიქია ყველაზე მეტად ვაშინგტონს დააზარალებს, სადაც ქარიშხალს და 76სმ-იან თოვლს ელოდებიან.

BBC-ის ცნობით, უამინდობის შედეგად გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 8 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები