საქართველოს რაგბის კავშირი

დღეს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

დღეს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე იბრძოლებენ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებს რაგბის კავშირის საერთო კრება ატარებს. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნები დახურულ რეჟიმში გაიმართება.

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 13:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 13 დეკემბერს რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით თანამდებობის პირები კავშირის წევრებზე ზეწოლას და მათთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ცდილობდნენ. ამ განცხადებიდან ორ დღეში, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ.

კომენტარები