ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

ამერიკამ ხუთ რუს საპატიო კონსულს უფლებამოსილების მანდატი ჩამოართვა

ამერიკამ ექვსი რუსი საპატიო კონსულიდან ხუთს უფლებამოსილების მანდატი შეუჩერა. ამერიკული მხარის განცხადებით, ეს არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე ამერიკელი დიპლომატების მიმართ.

"ეს არის ჩვენი პასუხი, რუსეთის ნაბიჯებზე. რუსეთი მუდმივად ერევა და ხელს უშლის ჩვენს დიპლომატიურ და საკონსულო ოპერაციებს რუსეთში. ისინი მუდმივად ჩაგრავენ ჩვენს წარმომადგენლებს. ამას გარდა, მათ იძულებით დახურეს „ამერიკული ცენტრი" მოსკოვში. ჩვენ მზად ვართ შესაბამისი მომდევნო ნაბიჯების გადასადგემელადაც, თუკი რუსული მხარე ისევ განაგრძობს, ჩვენი დიპლომატიური და საკონსულო ქმედებებისთვის ხელის შეშლას რუსეთში" - თქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, ამერიკელების ამ ნაბიჯით აღშფოთებულია. მათ განცხადებაში სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა აღნიშნავს, რომ ამერიკა ანტირუსულ პროპაგანდას ავრცელებს და ამ ნაბიჯს პროვოკაციას უწოდებს.

კომენტარები