კანონიერი ქურდი

შსს: ე.წ. კანონიერ ქურდს, ლავას ოღლის ბრალს უახლოეს მომავალში წარვუდგენთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია გორაძეს (ლავას ოღლი) ბრალს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. შსს-ს ინფორმაციით, ლავას ოღლის საქართველოში დეპორტაციის პროცესი მიმდინარეობს.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, აჭარის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტები აწარმოებენ გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ს 18-179-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 151-ე მუხლით. დღეის მდგომარეობით, გამოძიებამ მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მხილებული იქნა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად „ლავას ოღლი". გამოძიება შევიდა დასკვნით ფაზაში და უახლოეს მომავალში მინდია გ.-ს წარედგინება ბრალი. მინდია გ. 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დააკავეს. მიმდინარეობს მისი საქართველოში დეპორტაციის პროცესი", - აცხადებს შსს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისთვის იძებნებოდა, საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს.

კომენტარები