პარიზის ტერაქტები

ე.წ. ისლამური სახელმწიფო პარიზის ტერაქტის მონაწილეების ვიდეოს ავრცელებს

www.frontpagemag.com

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც პარიზის ტერაქტებში მონაწილე 9 ადამიანი ჩანს. გავრცელებული ვიდეო ტერაქტამდე არის ჩაწერილი. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ კლავენ ტერორისტები ტყვეებს და როგორ გადიან სამხედრო წვრთნებს. მასალაში ასევე ჩანს საფრანგეთის დედაქალაქის ის ადგილებიც, სადაც 13 ნოემბერს თავდასხმები მოხდა. ვიდეო დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების კადრებით მთავრდება, რომლებიც სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ავიაიერიშებს უჭერენ მხარს.

გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მათ მსგავსი ვიდეოები ვერ შეაჩერებთ.

"ჩვენ ვერაფერი შეგვაშინებს. ვერაფერი ვერ მოახერხებს საფრანგეთის შეჩერებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა ოლანდმა.

კომენტარები