ლარის გაუფასურება

სავალუტო აუქციონზე ერთი დოლარის ღირებულებამ 2.50 ლარს გადააჭარბა

25 იანვრის ვაჭრობის შედეგები 16:30 საათისთვის
Bloomberg

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტისთვის წაგებით დაიწყო. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ სავალუტო აუქციონზე 2.50 ლარს მიაღწია, რაც ლარის გაუფასურების რეკორდს წარმოადგენს. აღნიშნული კურსი ჯერჯერობით არაოფიციალურია. ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს 17 საათზე გამოაქვეყნებს. 

ამ დროისთვის მოქმედი ოფიციალური კურსის მიხედვით კი, ერთი დოლარი 2.47 ლარს წარმოადგენს, რაც ლარის გაუფასურების რეკორდია. სავალუტო აუქციონის წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, ლარი სავარაუდოდ ამ რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბებს. 

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. 

 

კომენტარები