საარჩევნო კოდექსი

სამხარეო პროპორციულ წესზე გადასვლის მოთხოვნით დავით უსუფაშვილს მიმართეს

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

ქორთიართ მერიოტში საკონსტიტუტიციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ცვლილებათა პაკეტი 200 ათასი ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი და მაჟორიტარულიდან სამხარეო პროპორციულ წესზე გადასვლას გულისხმობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს წერილობით უკვე მიმართა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, რათა საკონსტიტუციო ნორმა იქნას მიღებული.

შემუშავებულ კანონპროექტს მხარს უჭერენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები და არასამთავრობოების წარმომადგენლები. უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ მათი პოზიცია, რომლის მიხედვით საარჩევნო სისტემა 2020 წელს უნდა შეიცვალოს, მყარია.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისათვის მოესწრება, საგაზაფხულო და რიგგარეშე სესიის ფარგლებში. 

შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის 150 დეპუტატიდან, 75 იქნება არჩეული პროპორციული წესით, ხოლო 75 - სამხარეო პროპორციული წესით.

კომენტარები