კახა ბენდუქიძე

სასამართლომ ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის მემკვიდრედ ცნო

Anastasia Bendukidze Gncharova/Fb.com

ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა სამი ქვეყნის სასამართლომ კახა ბენდუქიძის შვილად და მემკვიდრედ ოფიციალურად ცნო. თბილისის, ლონდონისა და მოსკოვის სასამართლოებში მტკიცებულებებს შორის დნმ-ის ანალიზიც იყო, რომლის მიხედვით ანასტასია გონჩაროვასა და კახა ბენდუქიძის გენების თანხვედრა 99,999%-ია.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართულ პრესკონფერენციაზე ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ თავის სამომავლო გეგმებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვაზე ისაუბრა.

"წინა კვირას, გაიმართა ბოლო სასამართლო მოსმენა. მე მოვიგე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა და ის, რომ კახა ბენდუქიძე მამაჩემია, უკვე დადგინდა. ახლა უკვე შემიძლია გადმოვიდე თბილისში და აქტიურად ჩავერთო უნივერსიტეტების ცხოვრებაში", - განაცხადა გონჩაროვამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანასტასია გონჩაროვა ბენდუქიძის ქონების ნახევრის მფლობელი გახდება, მეორე ნახევარი კი კახა ბენდუქიძის მეუღლეს გადაეცა.

 

კომენტარები