დიდთოვლობა აჭარაში

დიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტი შეზღუდვებით მუშაობს

newposts.ge

დიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტში შეზღუდვებით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 TAV Georgia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, დღეს დაგეგმილი ერთი რეისის შესრულება ვერ მოხერხდა. უცნობია, როდის შესრულდება გაუქმებული რეისი.  

ფრენა ბათუმიდან სტამბულის მიმართულებით ხვალაც არის დაგეგმილი. თუმცა უცნობია, შესრულდება თუ არა ეს რეისიც. 

TAV Georgia-ში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის მოხდება ასაფრენი ზოლის გაწმენდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდება. 

 

კომენტარები