პარიზის ტერაქტები

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი გადადგა

AFP

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, კრისტიან ტობირა თანამდებობიდან გადადგა. BBC-ის ცნობით, გადადგომის მიზეზი ტერორიზმში ბრალდებული მოქალაქეებისათვის ორმაგი მოქალაქეობის გაუქმების შესახებ მთავრობის გეგმები გახდა. ტობირა მტკიცედ არ უჭერს მხარს ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და რომლებიც ტერორიზმში არიან ბრალდებული, მოქალაქეობას ჩამოართმევენ.

იუსტიციის მინისტრის გადადგომის ცნობა პრეზიდენტ ოლანდის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კრისტიან ტობირას ჟან-ჟაკ ურვოა ჩაანაცვლებს, რომელიც ზემოხსენებული კონსტიტუციური ცვლილების მომხრეა.

შეგახსენებთ, რომ ტერორიზმში ბრალდებული მოქალაქეებისთვის, მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივით, ფრანსუა ოლანდი გასულ წელს, პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გამოვიდა.

კომენტარები