ჰასან როუჰანი ევროპაში

რომში, მუზეუმში ირანის პრეზიდენტის ვიზიტის გამო შიშველი ქანდაკებები დაფარეს

AP

ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის რომის კაპიტოლიუმის მუზეუმში ვიზიტის გამო, "მისი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად", ანტიკური შიშველი ქანდაკებები მუყაოს ყუთების გამოყენებით დაფარეს. როუჰანს იტალიის პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ უმასპინძლა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს ჟესტი სასიამოვნო აღმოჩნდა ირანის პრეზიდენტისთვის, თუმცა, ფეისბუქსა თუ ტვიტერზე ბევრმა იტალიელმა უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნული ქმედება რომაული კულტურის შეურაცხყოფად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი იტალიაში ევროპის 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ამერიკა და ევროკავშირი ირანისათვის სანქციების მოხსნაზე შეთანხმდნენ, რაც განპირობებული იყო ოფიციალური თეირანის მიერ ატომური პროგრამის დემონტაჟთან დაკავშირებული წინაპირობების შესრულებით.

როუჰანი იტალიურ კომპანიებთან ბიზნესმოლაპარაკებებში 17 მილიარდის ოდენობის ევროს ჩადებას გეგმავს.

კომენტარები