შეზღუდვები გზებზე

გუდაურამდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე, თუმცა, ზვავშაშიშროება ისევ არის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ცნობით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების აუცილებლობა ასევე მოიხსნა გომბორის უღელტეხილზე და ამ მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, გურიის რეგიონში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები. გზის გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

რაც შეეხება სხვა გზებს, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ჩოლოქის ხიდი–სარფის მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზე.

კომენტარები