2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

აგვისტოს ომზე გამოძიების დასაწყებად ჰააგის სასამართლომ ნებართვა გასცა

0 კომენტარი
ფოტო: www.bet.com

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ პროკურორს გამოძიების დაწყებაზე თანხმობა მისცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

მოსამართლეთა პალატამ, პროკურორის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, მიიჩნია, რომ გამოძიების გასაგრძელებლად გონივრული საფუძველი არსებობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები