ნარკოდანაშაული

ბაკურიანში მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ნატალია ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაკურიანში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ნატალია ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც კუთვნილი ავტომანქანით ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

"პოლიციამ ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინი ამოიღო. დაკავებულს შემოწმებისას ნარკოთრობა დაუდგინდა. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები