არჩევნები გარდაბანში

ენმ: გარდაბანში, მე-4 საარჩევნო უბანზე ჩვენს მხარდამჭერებს თავს დაესხნენ

0 კომენტარი

გარდაბანში მიმდინარე გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე, მეოთხე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. ამასთან, ტაბულას თვითმხილველთა ნაწილმა უთხრა, რომ "ჩვეულებრივი მოქალაქეები სვამდნენ და იჩხუბეს".

გარდა ამისა, როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე პირი, რომლებმაც საკუთარი ვინაობა არ გაამხილეს, ენმ-ს ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამასთან, ერთ-ერთი მათგანი ცესკოს მიერ იყო აკრედიტებული, თუმცა, ჟურნალისტებს არ უთხრა, ვის წარმოადგენდა და მანქანით დატოვა ტერიტორია.

ყველა, ვინც ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, სამედიცინო პირბადით იყო.  

დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გარდაბანში ხმის მიცემის პროცესი "მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს".

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან - გოჩა ჯამარაული.

კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე - results.cec.gov.ge.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები