ჰასან როუჰანი ევროპაში

ირანის პრეზიდენტი ევროპის ტურნეს ფარგლებში საფრანგეთში იმყოფება

Telegraph

რომში ვიზიტის შემდეგ ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი პარიზში ჩავიდა, სადაც ოფიციალური მიღება ხუთშაბათ დილით გაიმართა.

დღესვე როუჰანი UNESCO-ს ხელმძღვანელს და იმ კომპანიების მეთაურებს შეხვდება, რომლებიც დაინტერესებულები არიან ირანთან ვაჭრობის განახლებით.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ეს ვიზიტი ამტკიცებს, რომ სანქციების მიერ გამოწვეული დანაკარგების შემდეგ, არსებობს ეკონომიკური, კულტურული თუ მეცნიერული განვითარების დიდი შესაძლებლობა.

ირანის პრეზიდენტი საფრანგეთში ევროპის 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ამერიკა და ევროკავშირი ირანისათვის სანქციების მოხსნაზე შეთანხმდნენ, რაც განპირობებული იყო ოფიციალური თეირანის მიერ ატომური პროგრამის დემონტაჟთან დაკავშირებული წინაპირობების შესრულებით. თუმცა ირანული ბალისტიკური რაკეტების ცდების გამო, საფრანგეთი ახალ სანქციებს განიხილავს.

კომენტარები