არჩევნები გარდაბანში

მე-4 საარჩევნო უბანზე ინციდენტში მონაწილის მანქანა ქართული ოცნების ოფისთან დგას

მანქანა, რომელიც გარდაბანში მე-4 საარჩევნო უბანთან იდგა, ახლა ქართული ოცნების ოფისთან არის გაჩერებული. სწორედ ამ ავტომობილით დატოვა ტერიტორია პირმა, რომელიც ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უპირისპირდება ენმ-ის წევრს სერგო რატიანს რამდენიმე ადამიანი. ამის შემდეგ, ისინი ტერიტორიას ისე ტოვებენ, რომ ვინაობას არ ასახელებენ. ერთ მათგანს ცესკოს აკრედიტაციაც ჰქონდა, თუმცა, არ გაამხილა, ვისი წარმომადგენელი იყო.

კადრებში ასევე ჩანს, რა მანქანით ტოვებს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიას ინციდენტში მონაწილე პირი, რომელიც ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ "გამვლელია". სწორედ მისი მანქანა (ფოლკსვაგენი - RR 088 GG) დააფიქსირა ტაბულას კორესპონდენტმა გარდაბანში, ქართული ოცნების ოფისთან, ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ.

კომენტარები